BATUMI CONCEPT - ისგან რამდენიმე ნაბიჯშია შავი ზღვის სანაპირო, ბათუმის ძველი ბულვარი, ცენტრალური პარკი, საკონცერტო დარბაზები, კაფე-ბარები, რესტორნები, სკვერები, ხელოვნებისა და არქეოლოგიური მუზეუმები, საკათედრო ტაძარი, სინაგოგა, ხელოვნების უნივერსიტეტი, ბათუმის მერია, ევროპის მოედანი, ცენტრალური ბიბლიოთეკა და სხვა.
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც ბათუმის გამორჩეულ ლოკაციებზე ქმნის მაღალი სტანდარტის და განსხვავებული კონცეფციის პროექტებს.
Batumi Concept -ს 25 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი ახორციელებს, რომლის პორტფელში ბათუმის სავიზიტო ბარათებად ქცეული პროექტები: ბათუმის პიაცა, სასტუმრო “ჰილტონი”, ჩინური რესტორანი და სხვადასხვა მსხვილი პროექტების მშენებლობებია.
BATUMI CONCEPT წარმოადგენს ინოვაციურ საცხოვრებელს, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცხოვრების ყველა საჭირო მახასიათებელს:
BATUMI CONCEPT არქიტექტურული გადაწყვეტის გარდა, გამორჩეულია ადგილმდებარეობით.
მდებარეობს ქალაქის პრესტიჟულ უბანში, ბათუმის კულტურულ და ისტორიულ ცენტრში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, სადაც მეტი მწვანე გარემო, სიმშვიდე და აქტიური ქალაქის რიტმი თანხვედრაშია.
თითოეული ბინა ბუნებრივი განათებით, ენერგოეფექტური და მაქსიმალურად კომფორტულია.
BATUMI CONCEPT გამოირჩევა სხვა ელიტარული საცხოვრებლებისგან ლოკაციით, მასშტაბით და მაცხოვრებლების სიმცირით. მცირე ბინიან სახლში, თითოეულმა მობინადრემ უნდა იგრძნოს მაქსიმალური კომფორტი, იდეალური სიმყუდროვე.
მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი ლობი, დახვეწილი ინტერიერით ყოველთვის უპასუხებს დიზაინის ცვალებად ტენდენციებს.
საერთო სივრცეების 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობა BATUMI CONCEPT-ის სტუმრებისა თუ მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო გარემოს პირობაა.
სახლის შემდგომ მართვას უზრუნველყოფს მენეჯმენტ კომპანია.
შენობის ბოლო სართულზე მოეწყობა კლუბური ტიპის სახლისთვის დამახასიათებელი ტერასა, გამწვანებული ზონებით, მოსასვენებელი და სპორტული სივრცეებით, რაც ბათუმისთვის სიახლეა.
(ოფისი) ფარნავაზ მეფის 73, ბათუმი
ვაჟა-ფშაველას ქ. #29, ბათუმი
sales@batumiconcept.ge
info@batumiconcept.ge
ტელეფონი: (+995) 591 30 30 59
Whatsapp: (+995) 591 30 30 59
Viber: (+995) 591 30 30 59